Quantcast
Channel: ლექსები სიყვარულზე - LEQSEBI | ლექსები | პოეზია | სიყვარული
Viewing all 13 articles
Browse latest View live

"siyvarulze"

$
0
0
თუ გაზაფხული მოიტანს დარდებს
მე შენ გაჩუქებ ვარდისფერ ვარდებს
თუ დედამიწა ჩააქრობს ტკივილს
ქარიც მორჩება ხმამაღალ კივილს
თუ ყვეაფერი წამით ნათდება
მაშინ ცხოვრება კვლავ განათდება
უღრუბლო ცაზე თუ მაინც ელავს
მაშინ ეს გოგო უთუოდ ღელავს
თუ ყველაფერი არის სიცრუე
მაშ ეს სიტყვები შენთვის ვიცრუე

იცი,სიყვარული რა არის?

$
0
0
იცი, სიყვარული რა არის?
უკიდეგანო გრძნობაა...
ერთხელაც რომ შეიყვარო,
გრძნობები სულ თან დაგყვება.

არა, არ გავნებს არაფერს,
უბრალოდ გული რითმს იცვლის...
გონება მის სახელს იხსენებს,
საღამოს ძილსაც არ გაძლევს...

მისი ღიმილი, გაოცებს,
ტირილი, გულს მთლად აჩერებს...
სახე კი სულ გელანდება,
ძილშიც კი თავს არ განებებს.

იცი, სიყვარული რა არის?
უკიდეგანო გრძნობაა...
ერთხელაც რომ შეიყვარო,
გული მთლად გადაირევა.

მძივების ოცნება

$
0
0
სურნელი ვიგრძენი სურნელი გაზაფხულის
ნაზი და საამო მინდვრების დანამულის
აღარ ვსუნთქავ ჩიტებს ვუსმენ განაბული
იქნებ მითხრან სადაა ჩემი გული დაკარგული

ისინი ჭიკჭიკებენ უსტვენენ მხიარულად
არაფერი ესმით მე კი მინდა ვუთხრა
მინდა დავაბარო შენთან ჩემი სათხოვარი
შენ ხომ ჩემი ფერია ხარ ჩემი სალოცავი

ჩიტები ვერ მეუბნებიან რაც მინდა გავიგო
იქნებ შენ იცოდე ჩემი გული ვინ წაიღო
ვიცი მეტყვი შენი გულის ამბავი არ ვიცი
მაგრამ იქნებ შენთან არის კარგად ნახე რა იცი

ბოლოს რომ ვნახე ძალიან ენატრებოდი
შენზე ფიქრობდა ყველგან ელანდებოდი
წუხდა რომ ვერ იპოვა შენში ადგილი
ვერ გაგრძნობინა სიყვარული ნამდვილი

ის სიყვარული რომლთაც ცოცხლობს თვითონ
ეს ტანჯვაც კი ბედნიერებაა მას რომ ჰკითხო
იძახის მერე რაა თუ ვგრძნობ ტკივილს
მე მიყვარს და არავისთან ვაპირებ ჩივილს

დავითვლი დღეებს სულ ვიქნები მწუხარე
ჩემთვის ვიდგები სხვისთვის ვიქნები მდუმარე
არავის არ გავუმხელ რომ ვტირი ხშირად
რომ ოცნებებს ვკრავ ერთ დიდ მძივად

იქ მძივები არის მხოლოდ ფერადი
მხოლოდ იქ გიყვარვარ შენც ჩემსავით
მე განსაკუთრებით მიყვარს ერთი მძივი
მიყვარს რადგან დავარქვი ჩვენი შვილი

ცხოვრების აზრი ჩვენი პატარა ბაია
რეალობაში კი ეს მძივი ორივეს გვაკლია
მე არ ვწუხვარ ჯერ კიდევ შენ ხარ ჩემი პატარა
იცი გულმა მის სამალავში მხოლოდ შენ დაგმალა

წადი სიყვარულო

$
0
0
"წადი სიყვარულო"
მე შენ გაჩუქე ჩემის სიმღერის აკორდები,
შენ კი მაინც მიდიხარ და მშორდები,
მე შენ გჩუქნიდი სიყვარულის ზღვას,
შენ კი მაინც დაუჯერე სხვას.
მე შენ გაქციე ჩემი სიყვარულის ღმერთად,
მე მინდოდა რომ ვყოფილიყავით ერთად,
შენ კი არ დაინდე ჩემი გული,
ეხლა დამჩა ერთი სული.
მე სულ შენზე ვფიქრობდი,
შენიდან სიყვარულს ვითხოვდი,
ეხლა ჩემს ფიქრებთან ვარ მარტო,
და ვფიქრობ ჩემი გული ვის ვანდო.
არაუშავს ვნახავ ახალ სიყვარულის,
და იქ მოვიპოვებ სიხარულს,
მაგრამ ჩემი გული უკვე ამას გთხოვს,
წადი სიყვარულო ჩემგან შორს!

shen...

$
0
0
ქუჩაში გნახე, როცა პირველად

გულმა დამიწყო თრთოლვა.

მინდოდა მეთქვა რა ლამაზი ხარ

მანაც სწორედ ეს მთხოვა.

მე შეგადარე შემოდგომის დღეს

ჭადრების ფოთოლცვენას,

აბობოქრებულ ზღვას შეგადარე

მზის ჩასვლას, სხივთა ფენას

წვიმას, წვიმას ცივს, წვიმას ქარიანს

ღრუბელთა ბრძოლას, ელვას

შენ რომ გიყურებ ისეთი გრძნობა მაქვს

თითქოს გული აღარ ფეთქავს.

"უსიყვარულოდ "

$
0
0
"უსიყვარულოდ"

უსიყვარულოდ არ გათენდება დღე
უსიყვარულოდ არ ამოვა მზე
უსიყვარულოდ არ იქნებე ცა ნათელი
უსიყვარულოდ არ აენთება სანთელი

უსიყვარულოდ არ იფრენს თოლია
უსიყვარულოდ ცხოვრება ნოლია
უსიყვარულოდ დრო უაზროდ გაიქცევა
უსიყვარულოდ მცნებები დაიქცევა


უსიყვარულოდ არ იქნება განთიადი
უსიყვარულოდ არ იქნები დიადი
უსიყვარულოდ დაჭკვნება ვარდი
უსიყვარულოდ დაგაჩოქებს დარდი

უსიყვარულოდ ჩემი სამშობლო დარჩა
რადგან ისიც დროში ჩარჩა

arvici))

$
0
0
უშენობის ბოროტი გრძნობა
თავს არ მანებებს მიხდება ბრძოლა
ყოველი დღე უშენობით იწყება
ყოველ საღამოს უშენოდ ბინდდება
მომწყინდა უშენოდ სიარული
ამ გრძნობას თანააქვს უსაზღვრო სიბრალული
სიბრალული ჩვენზე სიბრალული შენზე
ალბათ ფიქრობდი შენ უფრო მეტზე
მაგრამ არ ვაპირებ თავის დანებებას
ჩემი გრძნობების უბრალოდ განელებას
მოდი გავიხსენოთ რომელიმე მეფე
ის ბოლომდე იდგა ბრძოლის ველზე
არმინდა დავივიწყო ის დრო
როცა ვხვდები რომ წარსული მიხმობს
გადის დრო ნელდება გრძნობა
ჩემიდან ამოსული შენდამი ნდობა
შენზე ფიქრები თავ გზას მირევს
სხვასთან ყოფნით უკვე გულს მირევ
ვხვდები რომ არ ხარ ღირსი
ჩემი სიყვარულის ან თუნდაც სხვისი
რა ვქნა არ ყოფილა სიყვარული ნამდვილი
ან უბრალოდ გზა ავირჩიე მარტივი
სიყვარულს თურმე არააქვს ზომა
ან უბრალოდ მეფემ დატოვა ბრძოლა

***

$
0
0
ესაც შენი სიყვარული და უაზრო აზრები,
რატომ ჩნდება რატომ ქრება, სიყვარულის ალერსი.
მორჩა შენზე აზრები სულ ტყუილად ვბრაზდები,
ვიტომც არაფერი მიტქვამს, სულაც არ მენატრები.
მე ხომ ერტხელ შეგიყვარე გაზიარე აზრები,
შენტან ერტხელ შეხვედრაზე, დროს მოვაკლე წამები.
იმედია ამ სიტყვებზე დიდხანს გამიბრაზდები
და უბრალოდ ამ ლექსებით, წამით შეგიყვარდები.

siyvaruli

$
0
0
–სიყვარულიო ? – ეკითხებოდა ლამაზი ქალი,

სიყვარულიო, გრძნობა არის ძალზე თამამი,

სიყვარულია ორთა შორის მბჟუტავი ალი,

სიყვარულია უდაბნოში გზამკვლევი კვალი.



სიყვარული, ხომ ღმერთმა შექმნა საამოდ მათთა,

სიყვარულია მწვავი პრწკალი ვითარცა თვალთა,

სიყვარულია გამოძახილი იდუმალ ხმათა,

სიყვარულია გრძნობა მძაფრი სხვათა და სხვათა.

მე გავიმარჯვე

$
0
0
შავად მიღიმი, თეთრად მიცქერ, წითლად მატყუებ,
მოწამლული ვარ, სიყვარულით და სიამაყით.
მოდი დავარქვათ სახელები, ნუღარ ვართულებთ,
სხვა თოჯინებსაც, ჩვენებური ფიქრის კარნახით.

დავაგემოვნოთ სიცრუე და არამზადობა,
შემდეგ ტაძარში ჩვენს ცოდვებზე გადავირიოთ,
გადავიხადოთ უმადურად ტკბილი მადლობა
და ერთმანეთი სიხარულით გავაკრიტიკოთ.

მოდი დავხოცოთ ერთმანეთი სანამ დრო არის
თორემ სიცოცხლე სიყვარულით ვინ ააშენა?!
შეიშალაო ჩემზე უთქვამთ ყური მოვკარი
მორჩა აღარ მსურს სიგიჟე და გიჟად დარჩენა

აფიორაა ყველაფერი ამ ლექსის ჩათვლით,
რა ვქნა, ასეა მოწყობილი მთელი სიცოცხლე,
მე გავიმარჯვე, არც თუ ისე მარტივი გათვლით,
მე, ჩემი თავი, დიდი ხნის წინ ჩამოვიშორე.

* * *

$
0
0
წუთშიც თითქოს მოძრაობა შეაჩერეს წამებმა,
და შენს გამო ჩამოღვრილი ცრემლებით რომ გაწვიმდა,
მონატრება სხვა გრძნობებს რომ ეფარება ზევიდან,
უპასუხო სიყვარულზე შეჩვევაც რომ არმინდა.

სიკვდილის კართან

$
0
0
შენზე ამბობდნენ:იყოვო კაცი,
ქვეყნად ამაყი...
ამბობდნენ:ჰქონდაო გული,
ქვეყნად ალალი.
ალალი გულით წავიდა,წავიდა,წავიდააა,
მიდის... სადაცაა კარს მიადგება,
ფეხს შეაბიჯებს,კაცი ამაყი...
ღმერთის წინაშე წარსდგება,
მუხლს მოიდრეკს,თავს დახრის
და იტყვის...თურმე
ვყოფილვარ სიკვდილის პირას,
ეხლაც მოვედი,მუხლ მოდრეკილი,
შენს წინაა...
აჰაა,ესა ვარ ღმერთო.
მიხმობდი? მოვედი...
არა არა არ მინდა შენი ბოძება,
შენი ღვთაება,სიტყვით ჩამწვარი....

მე შენ მიყვარხარ

$
0
0
მე შენ მიყვარხარ
მე შენ მაოცებ
მოგეფერები, მაგრად გაკოცებ
ისე გაკოცებ
იმდენს გაკოცებ
ჩუმად რომ მითხრა
მე შენ მაოცებ
შენ წაიკითხავ ამ ლამაზ სიტყვებს
გაოცებული იტყვი ვინახარ?
მე გიპასუხებ ერთ დროს მიცნობდი
შენ დამივიწყე მე კი მიყვარხარ
იცი რა იყო?
გული გაიყო
ერთი აქ არის
ერთიც მანდ იყოს
იცი რა მინდა?
სულ ერთად ვიყოთ
რომ სიკვდილამდე
სულ ჩემთან იყო :))) <3
Viewing all 13 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>